Kielet

მოწვევა

შემდგომი კონფერენცია ციკლისა „ევროპის სამშვინველი“ შედგება თბილისში
2018 წ. 9-12 ივლისს.
ევროპის ღირებულებები და საქართველოს კულტურა

ევროპის სამშვინველის“ მეცხრე კონფერენციას ამსტერდამის, ბუდაპეშტის, პრაღის, გდანსკის, ვარნის, სიმერიას (რუმინეთი), ლაჰტის (ფინეთი) და კიევის შემდეგ თბილისი უმასპინძლებს.

რას ნიშნავს ევროპა? ეს მხოლოდ გეოგრაფიული სახელწოდებაა თუ მშვინვიერ-კულტურული იდეალი? ზუსტად იმ ქვეყანაში, რომელიც დღევანდელი წარმოდგენით თითქოს ევროპის ნაწილი არ არის, მაგრამ წინაისტორიულ ეპოქაში თავისი წვლილი აქვს შეტანილი ევროპული კულტურის ჩამოყალიბებაში და უძველესი ქრისტიანული ტრადიციების მატარებელია, ხშირად ისმება მსგავსი კითხვები. ჩვენმა თბილისელმა მეგობრებმა თავისთავზე აიღეს ამ ტაგუნგის ორგანიზება და ისინი სიხარულით ელიან სხვა ქვეყნებიდან სტუმრების ჩამოსვლას.

ტაგუნგი იწყება ორშაბათს, 2018 წ. 9 ივლისს ნაშუადღევს და მთავრდება 12 ივლისს შუადღით. ტაგუნგის დასაწყისში და ბოლოს შემოთავაზებული იქნება ექსკურსიები.

სრული პროგრამა სარეგისტრაციო ფორმულართან ერთად გამოქვეყნდება 2018წ. თებერვლის ბოლომდე ამავე საიტზე.

გოეთეანუმთან არსებული სოციალურ მეცნიერებათა სექციის და ანთროპოსოფიული საზოგადოების საქართველოში სახელით
გერალდ ჰეფნერი, ნოდარ ბელქანია